ბიზნესის, აქციების და წილების შეფასება
ბიზნესის შეფასება გულისხმობს კომპანიის ყველა აქტივის კომპლექსურ შეფასებას — უძრავი ქონება, დანადგარები, ფასიანი ქაღალდები და არამატერიალური აქტივები.
ბიზნეს შეფასება — სრული სურათი
ჩვენი ექსპერტები მოგიმზადებენ საშემფასებლო დასკვნას, რომელიც ვალიდური იქნება საკანონმდებლო სივრცისათვის და გამოდგება სასამართლო, საბანკო და საინვესტიციო მიზნებისთვის.
ფინანსური ანალიზი
წარსული, მიმდინარე და მომავალი შემოსავლების შეფასება. სამომავლო ფულადი ნაკადების დისკონტირების მეთოდი (DCF).
კონკურენტული ანალიზი
კომპანიის შედარება ანალოგიური საქმიანობის სხვა კომპანიებთან. კონკურენტული გარემოსა და განვითარების პერსპექტივების შეფასება.
სასამართლო დავებისთვის
ბიზნეს წილის/აქტივების გადანაწილების საკითხებში ურყევი მტკიცებულებებით დასაბუთებული ვალიდური დასკვნა.
როდის გჭირდებათ ბიზნეს შეფასება
M&A გარიგებები
კომპანიის შერწყმა, შეძენა ან გაყიდვა.
წილების გასხვისება
პარტნიორის შეყვანა ან გამოყვანა კომპანიიდან.
საბანკო დაკრედიტება
ბიზნეს სესხის მიღება კომპანიის გირაოს საფუძველზე.
სასამართლო დავები
ბიზნეს აქტივებზე დავა სასამართლო პროცესში.
საინვესტიციო გადაწყვეტილება
ინვესტიციის განხორციელებამდე კომპანიის ღირებულების დადგენა.
რეორგანიზაცია
კომპანიის გარდაქმნა, გაყოფა ან გაერთიანება.
შეაფასეთ თქვენი ბიზნესი
პროფესიონალური და იურიდიულად ვალიდური საშემფასებლო დასკვნა.